„ერთი კვერცხის აქცია“ - ჯვარის N1 სკოლის მოსწავლეთა გულისხმიერების გაკვეთილი და სიკეთისკენ გადადგმული პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
29-04-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად სიკეთის კეთებას, კაცთმოყავრეობასა და ემპათიას ასწავლიან. 

სიკეთის გაღება ხშირად სულ ცოტა რამეს საჭიროებს – გულწრფელ სურვილსა და ერთობლივ ძალისხმევას. სწორედ ამ სულისკვეთებით დაიგეგმა მე-5 კლასის მოსწავლეებისა და მათი კლასის დამრიგებლის ინიციატივით, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად, საქველმოქმედო პროექტი – „ერთი კვერცხის აქცია“, რომლის მიზანი იყო დახმარების ხელის გაწოდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

იდეა მარტივი, მაგრამ ძალიან დიდი იყო – თითოეულმა ბავშვმა, სიმბოლურად, ერთი კვერცხი მოიტანა. მოსწავლეებმა ერთად შეღებეს. დაურიგეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და სააღდგომო სიხარული მათთან ერთად გაიზიარეს.  

„ეს სიმბოლური აქცია არ იყო მხოლოდ კვერცხების შეგროვება – ეს იყო გულისხმიერების გაკვეთილი, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს  ერთად რომ  შევძელით სითბოს, სიყვარულისა და თანაგრძნობის გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

ერთიანობა და თანაგრძნობა – სწორედ ამ ღირებულებების გაღვივებას ემსახურება „ერთი კვერცხის აქცია“. სიკეთე ვაქციოთ ჩვევად“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...