ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგმა, თამუნა გვრიტაძემ მოსწავლეებისთვის სწავლა შემოქმედებით, ცოცხალ და ემოციურ პროცესად აქცია
25-04-2025
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებისთვის ტექსტის სასწავლად საუკეთესო მეთოდებს იყენებს. პედაგოგი თამუნა გვრიტაძის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის თითოული დღე გამორჩეული სახალისო და შემეცნებითია. 
 
პედაგოგი მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის სწავლა სასიამოვნო პროცესი იყოს, ამისტვის კი სწავლების თანამედროვე მეთოდებს მიმართავს. ამჯერად ტექსტის დასასწავლად პედაგოგმა როლური თამაშის გამოიყენა.

მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“ სწავლა საინტერესო აღმოჩნდა რადგან ტექსტის როლურმა თამაშმა კლასს ნამდვილ სცენად გადააქცია, გაკვეთილი კი – შთამბეჭდავ წარმოდგენად.

პედაგოგმა თამუნა გვრიტაძემ მოსწავლეებისთვის სწავლა შემოქმედებით, ცოცხალ და ემოციურ პროცესად აქცია. მოსწავლეებმა იმხიარულეს, ითამაშეს და ამავდროულად ღრმად შეითვისეს ლიტერატურული ტექსტი.

ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ინტერესს აღვიძებს წიგნის მიმართ, არამედ ამდიდრებს მოსწავლეთა კომუნიკაციის, გამომეტყველებისა და საჯაროდ გამოსვლის უნარებს.

 

 

 

 

#ანა ბაბიაჩი ბარბარე ანდრიალიზი-წერს თამუნა გვრიტაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...