წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში ჩატარდა თემატურად მრავალფეროვანი და აქტიური ღია გაკვეთილი, რომელიც პედაგოგმა თამილა ირემაძემ წარადგინა.
გაკვეთილში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, რომლებიც მიზანმიმართულად ხელს უწყობდა კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გუნდურ მუშაობას.
ღია გაკვეთილი გამოირჩეოდა ინტერაქტიური მიდგომებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით. მოსწავლეებმა გამოხატეს მოტივაცია და ინტერესით ჩაერთვნენ ყველა ეტაპში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და სწავლის პროცესისადმი ინოვაციურ მიდგომას.
იხილეთ ფოტოები: