წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
ახლახან, სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა.
კითხვები მოიცავდა შემდეგ საგნებს: ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მოქალაქეობა.
მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.
ღონისძიებამ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
ღონისძიებას მასწავლებელი ოთარ შაინიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: