გაიცანით დედამიწის მცველები გრემის საჯარო სკოლიდან
25-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზაქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე, რომელთა ჩართულობით, გადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაშიც - ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ეკა გურასპიშვილმა ჩაატარა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, შეასრულეს სიმღერები, შექმნეს თემატური ნამუშევრები და შემდეგ მოეწყო გამოფენა.

პროექტის მიზანი კი გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ. ბავშვებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე; თანატოლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.



იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...