წალკის მუნიციპალიტეტის, ოზნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, წარმატებით ეუფლებიან საგნობრივ ცოდნას და აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, საინტერესო სასწავლო პროცესი, უსაფრთხო გარემო... ერთიანად ქმნის სკოლის კონცეფციას, რომელიც საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, მიმართულია მომავალი თაობების სულიერი განვითარებისკენ.
ამ ჰოლისტური მიდგომების დასტურია სკოლაში ჩატარებული მრავალფეროვანი ღონისძიებები, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ შემოქმედებითი უნარები. მათ შორის აღსანიშნავია, აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სასკოლო საზოგადოებას მეოთხეკლასელებმა წარმოუდგინეს.
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ ვოსკანიანი, რომლის უშუალო ჩართულობით, ბავშვებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შექმნეს აპლიკაციები, საკუთარი შემოქმედება სასკოლო საზოგადოებას გააცნეს და ასე მიულოცეს დღესასწაული მშობლიურ სკოლას.
იხილეთ ბმული