ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
25-04-2025

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება; მათ შორისაა კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება - აქამდე ისტ-ს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სწავლობდნენ, ახალი სასწავლო წლიდან კი საგანი საბაზო საფეხურსაც შეეხება.

„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება; ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ ისტ-ის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, , კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულში საზოგადოებას წარუდგენენ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალ სქემას - „სქემა დაიყოფა - თუ პედაგოგს სკოლის ან რესურსცენტრის დირექტორობა ენდომება, ამ მხრივ განვითარების საშუალება უნდა მივცეთ...“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...