დედამიწის დღე და საინტერესო კონფერენცია მახათაურის საჯარო სკოლაში
25-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაშიც - მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო კონფერენცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პროექტის მიზანი კი გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ.

აქტივობაში  VII, VIII, IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ - რომელთაც დაამზადეს პლაკატები, თანატოლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...