ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეს izrune.ge-ს ოქროს დიპლომი გადაეცა - გაიცანით მარიამ ლიპარტელიანი
25-04-2025

ცაგერის  მუნიციპალიტეტის, ჩქუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, წარმატებით ეუფლებიან საგნობრივ ცოდნას და აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა.

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, საინტერესო სასწავლო პროცესი, უსაფრთხო გარემო... ერთიანად ქმნის სკოლის კონცეფციას, სადაც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 

ამის დასტურია ჩქუმის მოსწავლეთა ჩართულობა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში, რომელიც წლებია დგას მომავალი თაობების ხარისხიანი განათლების სადარაჯოზე, აერთიანებს მოსწავლეს-ოჯახს-სკოლას და პატარა იზრუნელების ასაკის შესაბამისი, სპეციალური თემატური ტესტებით ეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე სწრაფად აზროვნებასა და გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებაში.

დღეს გაგაცნობთ პატარა იზრუნელს, მარიამ ლიპარტელიანს, ჩქუმის საჯარო სკოლის პირველკლასელს, რომელსაც izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის, ოქროს დიპლომი გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...