izrune.ge-ს სერტიფიკატი ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეს ტესტის წარმატებით გავლისთვის გადაეცა
25-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაცორიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და მიღწეული შედეგებით მშობლიურ „ცოდნის ტაძარს“, ამაგდარ პედაგოგებს, მშობლებს სიამაყის საფუძველს უდავოდ უქმნიან. 

ამის ნათელი მაგალითია ბავშვების ჩართულობა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში, რომელიც წლებია დგას მომავალი თაობების ხარისხიანი განათლების სადარაჯოზე, აერთიანებს მოსწავლეს-ოჯახს-სკოლას და პატარა იზრუნელების ასაკის შესაბამისი, სპეციალური თემატური ტესტებით ეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე სწრაფად აზროვნებასა და გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებაში.

დღეს გაგაცნობთ პატარა იზრუნელს, გაბრიელ სვანიძეს - ლაცორიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეს, რომელსაც izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...