ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლემ მუნიციპალურ ტურნირში საპრიზო ადგილი მოიპოვა
25-04-2025

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.

ახლახან,  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე ძალოსნობაში“, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკ სპორტსმენთა შორის, ალერტკარის საჯარო სკოლის მერვეკლასელმა - ვანო ესებუამ 67 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„ზუგდიდში გაიმართა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ძალოსნობაში“ 15 წლამდე ასაკის ჭაბუკ სპორტსმენთა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ ძალოსანთა ნაკრები გუნდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ  - ვანო ესებუამ 67 კგ წონით კატეგორიაში აიღო III ადგილი მოიპოვა. სკოლა ულოცავს ამ წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...