დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასში დედამიწის დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
28-04-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვითი დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ და პატარებთან ერთად გარემოს დაცვის პრაქტიკული გზები დასახა.

„ჩვენ ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“ - აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...