გორელოვკის N3 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოაწყვეს
29-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე. 

ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლა კვირეულით შეუერთდა. კვირეული არაერთ ეკოაქტივობას მოიცავდა, მე-4 დღე კი დასუფთავების ღონისძიებას დაეთმო. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დააასუთავეს სკოლის ეზო და მდინარის ნაპირი.

მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...