ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
25-04-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კომიისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაამზადეს ვიდეორგოლი დეზინფორმაციის თემაზე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წელს პირველად ისწავლება არჩევითი საგანი მედიაწიგნიერება, რომელსაც პედაგოგო ანა ანდრიაშვილი ასწავლის.

აღნიშნული საგნის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეები გადიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მათ ცნობიერებას აუმაღლებთ მედიაწიგნიერების რაობაზე, მედიისა და ინფორმაციის ენაზე, დეკოდირების შესახებ, დეზინფორმაციასა და კიბერბულინგზე.

ოქტომბერში, კომუნიკაციების ეროვნული კომიისის მიერ გამოცხადდა კონკუსიმედიაწიგნიერების ოლიმპიადა“, თემა: „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას”, სადაც მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეთა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.

ვანო მაზანაშვილმა, გიორგი ბაბლომაშვილმა და ვალერი სურამლიშვილმა დაამზადეს 3 წუთიანი ვიდეორგოლი დეზინფორმაციის თემაზე. მათი ნამუშევარი არის საუკეთესო რესურსი მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მათ გამოეგზავნათ სერტიფიკატები, რომელიც სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა, გადასცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...