კარწახის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
28-04-2025

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში დღესასწაულების ორიგინალურად აღნიშვნა ტრადიციად იქცა.

ამჯერად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს ბავშვებმა. ღონისძიება მე-10 კლასის ხელმძღვანელმა, ახალგაზრდა ნიჭიერმა პედაგოგმა წოვინარ ავეტისიანმა მოამზადა.

წელს ქართველებისა და სომხების აღდგომა ერთ დღეს დაემთხვა, ღონისძიების მონაწილეებმა მოამზადეს ქართული და სომხური სამზარეულოს სადღესასწაულო კერძები, შეასრულეს ქართული და სომხური ცეკვები და სიმღერები. ისაუბრეს ქართულ და სომხურ სააღდგომო ტრადიციებზე.

საღამომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

„მართლაც ემოციურია ორი ეროვნების ტრადიციებისა და ღირებულებების პატივისცემა, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად და რაც გამოჩნდა ამ ულამაზეს საღამოსაც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...