ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს.
პატარებმა ანბანის შესწავლა პედაგოგთან ერთად იზეიმეს და „ქართული ანბანის გაცილება“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს, მოსწავლეებმა ასევე დადგეს მინი წარმოდგენები და იაკობ გოგებაშვის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს.
ზეიმი სახალისო და საინტერესო იყო. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მოსწავლეთა მამოტივირებელი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.
იხილეთ ფოტოები: