ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
28-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა.

მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა სიმბოლურად ჰაერში ბუშტები გაუშვეს და ადგილობრივ სამლოცველოში სანთლები დაანთეს. 

ღონისძიება პედაგოგ ნვარდ საარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...