ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამორჩეული ღონისძიება მიეძღვნა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შეასრულეს ქართული სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წითელი კვერცხები შეაჭიდეს.
ღონისძიებას მასწავლებელი სონია ისოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: