ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილი პედაგოგის ხსოვნას პატივი მიაგეს 
28-04-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პედაგოგების ღვაწლი დაფასებული და პატივსაცემია. 

აღდგომის ბრწყინვალე დღეებში ბახვის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა, მასწავლებელ ინდირა შათირიშვილთან ერთად, პატივი მიაგეს სკოლის პირველ მასწავლებელსა და ხელმძღვანელს, გამოჩენილ პედაგოგსა და მოღვაწეს - გიგო შარაშიძეს, გაასუფთავეს საფლავი, მასწავლებელი ესაუბრა გიგო შარაშიძის პიროვნებისა და მისი ღვაწლის შესახებ.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია რომ ღვაწლი კეთილი არ იკარგება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...