ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
23 აპრილს სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღინიშნა. გაიმართა პოეზიის საღამო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ის ლექსები, რომლებიც მათ განსაკუთრებით უყვართ.
„აღნიშნული აქტივობა პოეზიის პოპულარიზაციას ემსახურება, რადგან პოეზია აკეთილშობილებს ადამიანის ბუნებას, პოეზია სულის მუსიკაა“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიების ბოლოს გაჩნდა სურვილი, სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გაიმართოს პოეზიის საღამო და მასში პედაგოგებმა და მშობლებმა მიიღონ მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოები: