ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლა არაერთი ეკოაქტივობითა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებით შეუერთდა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, იმსჯელეს ბუნების დაცვის გზებზე და აღნიშნეს, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით - „არ მოჭრა ხე!“, „ნუ დაყრი ნაგავს!“, „ყველამ ვიზრუნოთ გარემოზე!“ პლაკატები შექმნეს.
მოსწავლეებმა გამწვანების აქციაც დაგეგმეს და სკოლის ეზოში მარადმწვანე ხის ნერგი დარგეს.
იხილეთ ფოტოები: