ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი და საინტერესო კვლევა მავნე ჩვევების დამღუპველ შედეგებზე
28-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ახალახან, სკოლის მასწავლებელმა - ისკუი ეღუნიანმა მე-6 კლასში განახორციელა პროექტი თემაზე - „ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები“. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჩვენება - თუ რამდენად დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკები. 

მე-6 კლასელებმა ჯგუფურად იმუშავეს მცირე კვლევა ჩაატარეს, თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, საკითხს ჩაუღრმავდნენ და უკეთ გაიაზრეს მავნე ჩვევების დამღუპველი შედეგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...