„აკაკი წერეთლის მოგზაურობის კვალდაკვალ“ - ცაგერის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
22-06-2018
ცაგერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობის კვალდაკვალ“ განხორციელდა.

პროექტს III-IV კლასის მასწავლებლები ნონა ბერიძე და ნინო შკუბულიანი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად სოფელი ლაილაში მოინახულეს, სადაც 1912 წელს აკაკი წერეთელმა თავისი მოგზაურობა დაამთავრა.

სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის ცხოვრება-შემოქმედებაზე ისაუბრეს და ნასწავლი ნაწარმოებები გაიხსენეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და მწერლის ბიოგრაფიის შესახებ მეტი გაიგეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203