ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 
28-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლის მასწავლებელმა - ნაზელი ბაბაჯანიანმა სომეხთა გენოციდის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება მოაწყო.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიული ფაქტები, უყურეს დოკუმენტური ფილმების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

ღონისძიების ბოლოს დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...