იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს 
28-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. მასწავლებელი ანა მეფარიშვილი მოწაფეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით უმარავლფეროვნებს.  

ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია უილიამ შექსპირის შესახებ.

მათ დეტალურად განიხილეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები, მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. პრეზენტაცია მოიცავდა შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესების მოკლე მიმოხილვას, ასევე საინტერესო ფაქტებს მისი ეპოქის შესახებ.

მოსწავლეებმა გამოიყენეს ვიზუალური მასალები, ციტატები და მცირე თეატრალური წარმოდგენები, რაც პრეზენტაციას უფრო შთამბეჭდავსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...