„1918 წლის 26 მაისი - საქართველოს თავისუფლების დღე“ - ჭოგნარის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
22-06-2018
ჭოგნარის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პროექტი -„1918 წლის 26 მაისი - საქართველოს თავისუფლების დღე“ განხორციელდა. პროექტში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტს პედაგოგი მაია ლორია ხელმძღბანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად საქართველოს ისტორიიდან მასალები შეისწავლეს, 1918 -1921 წლების მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და ისტორიულ პიროვნებებს გაეცნენ.
მომზადებული მასალა მოზარდებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და კედლის გაზეთები შექმნეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.