ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლე თეონა მეგენეიშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა
29-04-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლის - თეონა მეგენეიშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა. 

მოსწავლემ 50 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...