ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს
28-04-2025

წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ფართოდ გამოყენებად და საიმედო საშუალებად ითვლება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს.

 
მანეს საყვარელი წიგნია „უილიამ შექსპირი“. იგი დიდი სიამოვნებით კითხულობს ამ მოცულობით წიგნს და თანაკლასელებს უყვება ამის შესახებ. ზინაიდას საყვარელი წიგნია „წვიმა მაინც მოვა". ასევე ხშირად კითხულობს სხვადასხვა ტიპის მხატვრულ ლიტერატურად ელექტრონულ ფორმატში. თინას საყვარელ წიგნებს შორის კი დიდი ადგილი უჭირავს უცხოენოვან წიგნებს, მან რუსულ ენაზე წაიკითხა წიგნი „სამი მეგობარი“. ამჟამად თინა რაფის კითხულობს. გოჰარი კითხულობს „დიდი ბრძოლა პატარა ტბასთან“ და ეს წიგნი მისი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები გახდა.


აქტივობაში მოსწავლეებს შეუერთდა მასწავლებელი ანა პეტროსიანი საყვარელი წიგნების ავტორებითა და წიგნებით. როგორც პედაგოგმა აღნიშნა, სახლში პატარა ბიბლიოთეკა აქვს და ძალიან უყვარს კითხვა. ის ყოველთვის ურჩევს თავის მოსწავლეებს წაიკითხონ ალექსანდრე დიუმა, შაჰენ ტატიკიანი, ა.ოსტროვსკი და მრავალი სხვა წიგნი.
მოსწავლეები ხშირად სარგებლობენ როგორც სკოლის, ისე ახალქალაქის საჯარო ბიბლიოთეკით. მაგალითად, მილენას არ უჭირს ქალაქში წასვლა წიგნის ასაღებად და მილენას არჩევანის სია მრავალფეროვანია, რადგან უყვარს წიგნების კითხვა.

სკოლის დირექცია აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, როცა წიგნების მოყვარულ ბავშვებს არც სოფელში და არც სკოლაში არ აქვთ სათანადო პირობები. იმედოვნებენ რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება, ვინაიდან მათი თქმით, წიგნის კითხვა იძლევა ცოდნას. წიგნის სიყვარული და განათლება კი ბავშვის გონებას ანათებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...