22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღეს აღნიშნა. წლევანდელი მთავარი გზავნილი იყო „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს, იზრუნოს ერთადერთ სახლზე, რომელიც გვაქვს.
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის N133 საჯარო სკოლის IIა და IIIგ კლასის მოსწავლეები ერთობლივ ღონისძიებაში ჩაერთვნენ. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობის საშუალებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ პლანეტის დაცვა თითოეულის პასუხისმგებლობაა.
დედამიწის დღე ყველა თაობისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, დაფიქრდეს გარემოს მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მომავლის გადასარჩენად უნდა გადაიდგას.
იხილეთ ფოტო: