„ყვავილები დღეს - მწვანე დედამიწა ხვალ!“- თბილისის N133 სკოლის ეზო ეკომოყვარულმა მოსწავლეებმა გაალამაზეს
29-04-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

22 მარტს სკოლა გარემოსდაცვით მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდა. II კლასის პატარა ეკომოყვარულებმა დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს — მათ უმასპინძლეს VII კლასის უფროს მეგობრებს და ერთად დარგეს ყვავილები, რომლებიც მალე გაალამაზებს სკოლის ეზოს.

„ყვავილები დღეს — მწვანე დედამიწა ხვალ!“ — ამ სლოგანით პატარებმა და უფროსებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ერთიანობით და სიყვარულით ჩვენი გარემოს შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია.

სასიამოვნოა, როცა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთად ზრუნავენ ბუნებაზე და სწავლობენ თანამშრომლობას, პასუხისმგებლობასა და გარემოს სიყვარულს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...