ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ განძის N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის მიჩნეული და პედაგოგებიც მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
ამჯერად გიამბობთ განძს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომელიც ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით, მიღებული ცოდნის განმტკიცებისკენ იყო მიმართული.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორგანული ნივთიერებები სხვადასხვა ტიპის ფორმულებით, თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა მოდელებიც გამოიყენეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თითოეული სასკოლო საგნის მნიშვნელობას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: