„ენა ბურჯია ერისა“ - დედაენის მცველები ძეძილეთის საჯარო სკოლიდან
28-04-2025

ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 14 აპრილი - დედაენის დღე, რომელსაც ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუძღვნეს ლექსები, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის შესახებ, საკუთრი ხელით დაამზადეს კედლის გაზეთი და დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობა-აუცილებლობაზე.

ინფორმაციისთვის: 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...