კარწახის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავება-გამწვანების ღონისძიება მოეწყო
29-04-2025

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებული აქტივობით აღინიშნა. გარდა იმისა, რომ სკოლის ბუნებისმეტყველება-ბიოლოგიის მასწავლებელი ემილია აპინიანი მოსწავლეებს ესაუბრა ბუნების დაცვა-გაფრთხილების მნიშვნელობის შესახებ, დასუფთავება-გამწვანების ღონისძიებაც მოეწყო. 

„ამინდმაც ხელი შეგვიწყო და პედაგოგთან ერთად მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის შემოგარენი, დარგეს ნაძვები და იყვნენ ბედნიერები, რათა ამ მართლაც კეთილშობილურ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ საამაყოა, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში მოსწავლეები იჩენენ ინიციატივას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...