ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მანაგაძემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,  საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა
29-04-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში IX კლასის მოსწავლის ნიკოლოზ მანაგაძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

მე-9 კლასელმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,  საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები სამაყო მოსწავლეს მიღწევას ულოცავენ და ახალ გამარჯვებებსა და წარმატების მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო ნიკოლოზს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...