ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი გაკვეთილი სლოგანით - „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული ტრადიციებისა და ეროვნული კულტურის გაცნობა, ამ ღირებულებების დაფასება და მათი შემოქმედებითად აღქმა.
გაკვეთილი სააღდგომო თემატიკას მიძღვნა და შემოქმედებითი აქტივობით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა ტრადიციული სააღდგომო სიმბოლიკა ხელოვნებაში გადაიტანეს და საინტერესო მოზაიკა შექმნეს.
მოზაიკაზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიტყვეს მეტი მართლმადიდებლური ტრადიციების, სააღდგომო რიტუალებისა და სიმბოლოების მნიშვნელობის შესახებ, ასევე განიხილეს, როგორ იყო ასახული აღდგომა ქართულ კულტურაში - ფერწერაში, ხატწერაში, ფოლკლორში.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: