ქუთაისის N36 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს არამედ, ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ერთიანობის, სოლიდარობისა და ზრუნვის ცოცხალ მაგალითებს აძლევენ.
წინასააღდგომოდ, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და დახმარების ხელი გაუწოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
საქველმოქმედო აქციას სასკოლო საზოგადოება ხალისით შეუერთდა.
„დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გულით შემოუერთდა ამ კეთილ საქმეს. ერთად ვქმნით ძლიერ, მზრუნველ საზოგადოებას! გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს, სითბოს, ჯანმრთელობასა და იმედით სავსე დღეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: