ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მრავალფეროვანი აქტივობებით გამოეხმაურნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
შექმნეს ხელნაკეთი წიგნი - „სიკეთე“ , რომელშიც შეიტანეს თავიანთი მოგონილი ამბები;
ერთმანეთს გაუცვალეს წიგნები, რომლებიც თავად წაიკითხეს და გაუზიარეს ემოციები, შთაბეჭდილებები წაკითხულთან დაკავშირებით.
პატარებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლიც მოირგეს და წითელ ხალიჩაზეც თავდაჯერებულებმა გაიარეს.
იხილეთ ფოტოები: