სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ოროჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც სომხური ლიტერატურის დასავლური მიმართულების წარმომადგენლებს მიეძღვნა - იმ მწერლებს, ვინც 1915 წლის გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ.
ღონისძიება სომხური ენის პედაგოგის, ერანუჰი სანოსიანის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა მოამზადეს ლიტერატურული და მუსიკალური კომპოზიციები, წარადგინეს ცნობილი სომეხი პოეტების - დანიელ ვარუჟანის, პეტროს დურიანის, სიამანთოს, რუბენ სევაკისა და მისაქ მეწარენცის ლექსები. შესრულდა ასევე მათი შემოქმედებაზე შექმნილი სიმღერები.
ღონისძიების ფარგლებში მოწოდებული იყო ისტორიული ცნობები 1915 წლის გენოციდის შესახებ. მოსწავლეებმა არა მხოლოდ ლიტერატურული თვალსაზრისით, არამედ ისტორიული კონტექსტითაც წარმოაჩინეს ტრაგიკული მოვლენა და მწერლების მემკვიდრეობა.
ღონისძიებამ ემოციური და დაფიქრებული გარემო შექმნა, გააღვივა მოსწავლეებში ინტერესიც როგორც სომხური კულტურისადმი, ასევე ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობისადმი.
იხილეთ ფოტოები: