თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „დედამიწა ჩვენი სახლია“
29-04-2025

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე -„დედამიწა ჩვენი სახლია“.

ღონისძიების ფარგლებში ისინი აქტიურად ჩაერთვნენ შემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობაში: დაამზადეს პოსტერები, კედლის გაზეთები და წარადგინეს საკუთარი სტატიები, რომელთაც ბუნებისა და გარემოს დაცვის თემატიკა უძღვებოდა.

პრეზენტაცია წარიმართა აქტიური განხილვებისა და დისკუსიების ფონზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და განიხილეს შესაძლო გამოსავალი და გზები მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო ქიმიის პედაგოგი მაია ცნობილაძე, რომლის ძალისხმევით ღონისძიება საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...