თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მოეწყო საუბრები თემაზე -“ნაადრევი ქორწინება”.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის საკითხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ.
კლასის ხელმძღვანელმა სალომე ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა იმ რისკებსა და ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ნაადრევ ქორწინებას ახლავს თან.
საუბარი შეეხო იმ სოციალურ და კულტურულ გარემოებებსაც, რომლებიც ნაადრევ ქორწინებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვთა უფლებებზე, კანონმდებლობასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე.
საუბრები წარიმართა ინტერაქტიული ფორმით - მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, კითხვები დაესვათ და აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში.
იხილეთ ფოტოები: