„მუსიკალური ანბანი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ოროჯალარის საჯარო სკოლაში 
30-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. 

დაწყებით კლასებში მუსიკის ახალგაზრდა და ენერგიულმა მასწავლებელმა ჩაატარა შესანიშნავი ღონისძიება სახელწოდებით -„მუსიკალური ანბანი“, რომელმაც მართლაც მუსიკალური დღესასწაულის სახე მიიღო.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ლამაზად, გულწრფელობითა და მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და მუსიკალური შესაძლებლობები. 

ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის მუსიკის, როგორც ხელოვნების ულამაზესი დარგის მნიშვნელობის ჩვენება და მუსიკალური გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების წახალისება.

მასწავლებელმა მუსიკის საფუძვლები მარტივად და სახალისოდ გააცნო მოსწავლეებს - თითქოს მუსიკის “ანბანს” ასწავლიდა.

სცენაზე მოსწავლეები ლამაზი ცეკვებით და სიმღერებით გამოვიდნენ და საგნობრივი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების თან ახლდა მხიარული ატმოსფერო, მუსიკალური ფონი და დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...