ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს
29-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობით, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას;

ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ორჯის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენელი პრეზენტაცია თემაზე „კავკასია“.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა გამოიყენეს სხვადასხვა სახეობის რუკები, ისაუბრეს რელიეფურ თავისებურებებზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, აღწერეს კავკასიისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები... აქტივობას კი ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...