ორჯის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეები და ყვავილები დარგეს 
30-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები არაერთ ეკოაქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის შორის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ხეები და ყვავილები.

მოსწავლეებმა ერთხმად განაცხადეს მზაობა, რომ დაიცავენ დედამიწას და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარდითერ იუზბაშიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...