4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
29-04-2025

საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, მათ შორისაა 9 და 12 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების, ასევე წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეები, რომლებიც 2025 წელს პარასკევს და ორშაბათს ემთხვევა

აქედან გამომდინარე, მომავალ კვირაში საჯარო სკოლები და ბაღები 4 დღეს დაისვენებენ - 9-დან 12 მაისის ჩათვლით.

13 მაისიდან კი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

იხილეთ 2025 წლის უქმე დღეების სრული ჩამონათვალი:

იანვარი:

1 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;

2 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;

7 - ქრისტეს შობა;

19 - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

მარტი:

3 - დედის დღე;

8 - ქალთა საერთაშორისო დღე;

აპრილი:

9 - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

18 - დიდი პარასკევი;

19 - დიდი შაბათი;

20 - აღდგომა;

21 - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;

მაისი:

9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

17 - ოჯახის სიწმინდის დღე;

26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

აგვისტო:

28 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

ოქტომბერი:

14 - მცხეთობა (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის);

ნოემბერი:

23 - გიორგობა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...