22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში: ნახატების, პოსტერების შექმნით დაიწყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩვენს სკოლაში - „გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ ჩვენს საერთო სახლს“, - გვიამბობენ სკოლის წარმომადგენლები და იმასაც აღნიშნავენ, რომ პროექტი ბიოლოგიის პედაგოგის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები, რომელთაც შექმნეს თემატური ნამუშევრები და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თანატოლებს იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და ისიც აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება
იხილეთ ვიდეო: