„ქალი, დედა და გაზაფხული“ - შილდის N2 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება ჩატარდა
29-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, შილდის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, შილდის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია გაზაფახულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის  ფარლებშიც, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.

„შილდის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიება „ქალი, დედა და გაზაფხული“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  I, II, III კლასების მოსწავლეები. ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოვიდა ღონიძიება. დასასრულს კი დამრიგებელმა - ია იორდანიშვილმა გადასცა დედებს სიგელები, შვილების სითბოსა და სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს და მშობლიურ სკოლაში გატარებული კიდევ ერთი დღე აქციეს ნამდვილ დღესასწაულად.



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...