თუ გეგმავ სოციალური საწარმოს შექმნას ან უკვე გაქვს სოციალური საწარმო და გსურს მისი განვითარება, ეს კურსი შენთვისაა!
ონლაინ კურსი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ განთავსებულია პლატფორმაზე www.ieda.ge და შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სოციალური მეწარმეობის სფეროში ცოდნის გაღრმავება და უნარების განვითარება.
კურსი მიზნად ისახავს სოციალური ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
კურსი მოიცავს 16 მულტიმედიურ ვიდეო ლექციას, საკითხავ მასალასა და ინტერაქტიულ კითხვარებს.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
კურსი შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის (EDEC) მიერ, საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიასთან (IEDA) პარტნიორობით, ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, პროექტების „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ და „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
დარეგისტრირდი ახლა და დაიწყე სწავლის პროცესი!
https://ieda.ge/courses/სოციალური-მეწარმეობა/
R