„მუდამ ჭაბუკი ლადო ასათიანი“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პოეტის ცხოვრება-შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
29-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია ლადო ასათიანის შემქომედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით: „მუდამ ჭაბუკი ლადო ასათიანი“.

„დღეს ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში გავიხსენეთ ლადო ასათიანის შემოქმედება. „მუდამ ჭაბუკი ლადო ასათიანი“, რომელმაც მხოლოდ 26 წელი იცხოვრა და დაგვიტოვა არაჩვეულებრივი პოეზია. ადამიანი, რომელიც სულით და გულით პატრიოტი გახლდათ. მოსწავლეებმა გაგვაცნეს ლადო ასათიანის ბიოგრაფია, წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ და მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...