პატარა არქიტექტორები ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლიდან და მათი შთამბეჭდავი პროექტი 
30-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი სახელწოდებით „პატარა არქიტექტორები- სიყვარულის ქალაქი“, რომელიც III კლასში (სამი მოსწავლე) ხელოვნებისა და ქართული ენა/ლიტერატურის ინტეგრირებით განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო - მოსწავლემ შეძლოს მარტივი ნახატის დახატვა სოფლის ან ქალაქისთვის დამახასიათებელი ნაგებობებით, დააკავშიროს არქიტექტურული ნიმუშები სოციალურ კონტექსტთან. განივითაროს დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის, ანალიზის და პრეზენტაციის უნარები.

შთამბეჭდავია პროექტის შედეგებიც - მოსწავლეებმა შექმნეს ნახაზი და შემდეგ ეტაპობრივად განახორციელეს დაგეგმილი სამუშაოები. 

პროექტი პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით  განხორციელდა, რომელიც ამაყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობით და მათ კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდება. 

„ასე სიყვარულით სავსე გულებით გეცხოვროთ ჩემო ბარტყებო მშვიდობიან ქვეყანაში“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი. 

ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგს სახალისო, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი აქტივობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...