თორიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
30-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან წელს 110 წელი გავიდა, მაგრამ არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეები, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით იხსენებენ ამ დღეს, რადგან წარსულის დავიწყება შეუძლებელია. ერს არ ექნება მომავალი, თუ არ იცის თავისი წარსული.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, შექმნეს საინტერესო კედლის გაზეთები, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ კი წავიდნენ ადგილობრივ მემორიალთან და ყვავილებით შეამკეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...